11 X 11
სპორტული პორტალი

პირველ დღეს მხოლოდ ერთი ბრინჯაო

0

კატარში, დოჰაში დაწყებულ ძიუდოისტთა მასტერსის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი მედალი ხვდათ წილად. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილმა დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა მოლდოველი დენის ვიერუ. ჩემპიონი კი კორეელი ანი გახდა, რომელმაც ფინალში მარგველაშვილის მძლეველ ისრაელელ ბარუხ შმაილოვს იპონით მოუგო.

ხვალ 73 კგ-მდე კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, ხოლო 81 კგ-მდე ორი მოჭიდავე, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე, გვეყოლება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო