თოვლი ესპანეთში: “რეალის” ფეხბურთელები გუნდაობენ და უკან ვერ მიდიან, “რაიოს” მოთამაშეები სხვებს ეხმარებიან, “ბილბაოს” თვითმფრინავი გააბრუნეს…
ასეთი თოვლი ესპანეთში დიდი ხანია არ ახსოვთ. ქვეყანას თავს შტორმი, სახელად ფილომენა დაატყდა ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი თოვლით დაფარა.
ესპანელების უმრავლესობას ამხელა თოვლი არასდროს ენახა და ქუჩაში გამოვიდნენ, იგუნდავეს, თხილამურებიაც კი ისრიალეს. ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაში ამინდით გამოწვეული საფრთხეები გაზრდილია. ხალხს მანქანებით გადაადგილებისაგან დროებით თავშეკავებას ურჩევენ, უმრავი რეისიც გადაიდო. ვეგა დე ლიორდეს მეტეოსადგურზე, რომელიც ლეონის პროვინციაში ზღვის დონიდან 1874 მეტრზე მდებარეობს, ქვეყნის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა: -35 გრადუსი.
ცხადია, ეს ფეხბურთზე უდიდეს გავლენას ახდენს.
მარკას წინა გვერდიც ასე გამოიყურებოდა: “ფილომენა, გვაცადე თამაში:
მადრიდის “რეალს” დიდი პრობლემები შეექმნა, ჯერ პამპლონაში გაფრენის წინ. გუნდი დაგეგმილზე 1 დღით ადრე გაფრინდა, მაგრამ ფეხბურთელებს 4 საათით დაცდა მოუწიათ. ახლა კი უკან ვეღარ ბრუნდებიან.
“რეალში” გაბრაზება ვერ დამალეს მატჩის არ გადადების გამო. პამპლონაში თამაშის დროს თოვდა, “ოსასუნას” დაქირავებული პერსონალი და ამდენ თოვლს მოედნიდან ვერ აშორებდა…
🙌🛬 ¡Estamos en Pamplona! @PalladiumHG | #HalaMadrid pic.twitter.com/UgyfXLf4I4
— Real Madrid C.F. (@realmadrid) January 8, 2021
პირობები ესპანეთისთვის ზედმეტად უჩვეულო გახლდათ. აი, “რეალის” წინასამატჩო ვარჯიში ასე მიმდინარეობდა:
❄️ 👊 Objetivo: ¡Volver de El Sadar con los 3️⃣ puntos!
📍 #RMCity | #HalaMadrid pic.twitter.com/Yc2YtOJyHU— Real Madrid C.F. (@realmadrid) January 8, 2021
თავს ვერც ფეხბურთელები იკავებდნენ და ბურთს ნაცვლად გუნდებით უფრო ერთობოდნენ:
🤍 Entrenando de forma inusual…
❄ ¡CON NIEVE! #HalaMadrid | #RMCity pic.twitter.com/li23JnxA9e— Real Madrid C.F. (@realmadrid) January 8, 2021
სერხიო რამოსმა კი ყინვაშიც ძუძუები გამოაჩინა:
I love summer! 😜💪🏻 ⛄ ❄️ pic.twitter.com/HEq9DBabJw
— Sergio Ramos (@SergioRamos) January 7, 2021
აი, დათოვლილი “სანტიაგო ბერნაბეუც”:
🤍 ¡El Bernabéu se cubrió de nieve! 🏟#HalaMadrid pic.twitter.com/V1JKCjGnJm
— Real Madrid C.F. (@realmadrid) January 7, 2021
აი, მადრიდის “ატლეტკოსა” და ბილბაოს “ატლეტიკის” მატჩი კი გადაიდო. ბასკების თვითმფრინავი მადრიდში ჩაფრინდა, თუმცა დაჯდომა ვერ მოახერხა და უკანვე გაბრუნდა.
ლა ლიგამ მატჩი დაკეტილი აეროპორტის გამო გადადო, თუმცა სავარჯიშო და სათამაშო პირობებიც სათანადო დონეზე ვერაა…
❄️ Nuestro equipo se ejercita hoy en el gimnasio de la Ciudad Deportiva debido a la capa de nieve y hielo con la que amaneció cubierto esta mañana el terreno de juego.
🔴⚪ #AúpaAtleti | ⚽ #AtletiAthletic pic.twitter.com/liJDJ9n9EN
— Atlético de Madrid (@Atleti) January 8, 2021
ავტობუსით მოძრაობაც სახიფათოა. შტორმმა ქვეყნის 200 გზაზე გადაადგილება შეუძლებელი გახადა. “რაიო ვალეკანო” სეგუნდა დივიზიონის მატჩის “მირანდესთან” გასამართად წავიდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
თუმცა, გზად მყოფებმა კეთილი საქმე მაინც გააკეთეს: თოვლში ჩარჩენილ მანქანის მძღოლებს ამოსვლაში დაეხმარნენ.
🎥 Hola @CDMirandes vamos para allá. Por nosotros no va a ser pero esto está complicado 🌨️🌨️🌨️
Que lleguéis sanos todos los que tenéis que estar hoy en las carreteras. pic.twitter.com/7vPpcOjAcw— Rayo Vallecano (@RayoVallecano) January 8, 2021
“რაიოს” ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილო იყვნენ, ლიგის ხელმძღვანელობამ მატჩი რომ არ გადადო და რისკზე წასვლა აიძულა. არა და “ალკორკორნი” – “ალბასეტეს” თამაში გადადეს, მერე კი ტურის ბევრი მატჩი მიაყოლეს. გუნდმა ავტობუსი ძლივს მოატრიალა და მადრიდში დაბრუნდა. ფეხბურთელთა ნაწილი სახლში მეტროთი წავიდა.
📷 De vuelta a la Ciudad Deportiva pic.twitter.com/U8sHxwLuxc
— Rayo Vallecano (@RayoVallecano) January 8, 2021
26 წლის ნახევარმცველმა ოსკარ ვალენტინმა “რაიოს” ფეხბურთელების განწყობაზე დაწერა:
“5 საათი ავტობუსში გავატარეთ, რათა 20 კილომეტრი გაგვევლო და უკან დავბრუნებულიყავით. საინტერესოა, საერთოდ ფიქრობენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, თუ უბრალოდ მარიონეტები ვართ?!”
5 horas de autobús atascados para avanzar 20 km y volver , cada uno como puede a un lugar seguro para dormir . Un sin sentido que te hace pensar si de verdad se preocupan de la salud y seguridad de la gente o somos unas simples marionetas dirigidas.
— Óscar Valentín (@OscarValentin94) January 9, 2021
ტურის შეხვედრების უმრავლესობა “ლა ლიგაში” მაინც გაიმართა, რადგან გუნდებმა ადგილზე ჩასვლა მოახერხეს.
აი, ფილომენას შედეგებიდან რამდნიმე კადრსაც განახებთ:
ალიკანტეში ვეფხვები, ლომები და მაკაკები თოვლმა ძალიან გაამხიარულა.
Tigres, leones y macacos disfrutan de la nieve de ‘Filomena’ en un día “diferente” en el centro de rescate y rehabilitación AAP Primadomus de Villena (Alicante) https://t.co/4I5koJreSM 🐯🦁🐒 pic.twitter.com/XsuEGhDxQh
— Europa Press (@europapress) January 8, 2021
ტოლედოში თოვლმა სკოლის სახურავი ჩაანგრია:
La cubierta de las pistas del colegio Maristas en #Toledo completamente colapsada por el peso de la nieve pic.twitter.com/ozjFU4j22t
— Toledo⚡Meteo (@toledometeo) January 8, 2021
წესით, შტორმმა ესპანეთი ხვალ უნდა დატოვოს, თუმცა ადამიანებს ის დიდი ხანი არ დაავიწყდებათ:
წყარო: Tribuna