11 X 11
სპორტული პორტალი

ვინაა ლა ლიგის საუკეთესო მატყუარა? [VIDEO]

0

რას აღარ ითვლიან სტატისტიკოსები და რა გასაკვირია, ფეხბურთელთა მიერ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეთა მოტყუებები რომ  დაეთვალათ. მოტყუება ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამია, რადგან მეურვეებისათვის გვერდის აქცევა და მათგან გაქცევა ხშირად მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე ხდება, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებ, ხომ მაინც მოტყუებაა?

ესპანეთში დაითვალეს 2010 წლიდან მოყოლებული თუ რომელმა ფეხბურთელებმა მოატყუეს ყველაზე მეტჯერ მოწინააღმდეგენი და რა აღმოჩნდა?

ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე დიდი მატყუარა „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გამოდგა, რომელსაც 1 617-ჯერ გაუცუცურაკებია ისინი, ვისაც მისთვის ბურთის წართმევა დაუპირებია.

პირველი, რაც ამის წაკითხვის შემდეგ კაცს გაგახსენდება, ლეოს მარადი ვიზავი კრიშტიანო რონალდოა, რომელიც ლა ლიგაში კარგა ხანს ასპარეზობდა, მაგრამ იმ 9-კაციან სიაში, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს,  საერთოდ არ არის და არც გაგვკვირვებია, რადგან კრიშტი დრიბლინგით მხოლოდ „მანჩესტერის“ პერიოდში ყოჩაღობდა, შემდეგ უკვე აქცენტი სხვა კომპონენტებზე გადაიტანა და დღეს ვინცაა და რაცაა, საყოველთაოდ ცნობილია.

ახლა კი სიას ჩავხედოთ:

  1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 1617;
  2. იკერ მუნიაინი (ბილბაო) – 607;
  3. ისკო (რეალი) – 527;
  4. ნეიმარი (ექს-ბარსელონა) – 493;
  5. ევერ ბანეგა (ექს-სევილია და ვალენსია) – 465;
  6. ფაბიან ორელიანა (ვალიადოლიდი) – 452;
  7. ხოაკინ სანჩესი (ბეტისი)- 450;
  8. მარსელო (რეალი) – 430;
  9. ანდრეს ინიესტა (ექს-ბარსელონა) – 426.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო