11 X 11
სპორტული პორტალი

“ატლეტიკოს” შემტევმა თანაგუნდელს მეზობლის 41 წლის Fiat-ით “დაუაბგონა” [VIDEO]

0
გასულ შაბათს მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკისთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა ესპანეთში არსებული უხვი ნალექის გამო თამაში გადაიდო. შაბათ-კვირა “ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა სახლში გაატარეს (მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო ბაზაზე), ორშაბათს კი ყველა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” სავარჯიშოდ წავიდა. თოვლის გამო მადრიდში გადაადგილების პრობლემა შექმნა და “ატლეტიკომ” ფეხბურთელებს მოსთხოვა ვარჯიშზე 4х4 “მაღალპასადკიანი” მანქანებით მისულიყვნენ. ბრიგადა გაქ სიმონ ნანახი? თუ არა, აგერ ხალხი: თუმცა, ყველას ასეთი მანქანა არ ჰყავდა და ფეხბურთელთა ნაწილმა გამოსავლის ძიება დაიწყო.იანიკ ფერეირა კარასკო სტადიონზე 1980 წელს გამოშვებულიუ Fiat Panda-თი მივიდა. იანიკმა მანქანა მეზობლისაგან ითხოვა, რომელმაც უთხრა, რომ თოვლიან გზას ძველი ფიატი ბრწყინვალედ უმკლავდებოდა. ვარჯიშზე მიმავალმა კი ლემარს, ვრსალიკოსა და ერმოსოს გაუარა – შემდეგ კი ლამაზად გადაასწრო თანაგუნდელ მარკოს ლორენტეს, რომელიც ვარჯიშზე Range Rover-ით მიბრძანდებოდა.   Fiat-მა ამ მანქანების გამოშვება სწორედ 1980 წელს დაიწყო. “პანდა” პოპულარული მალე გახდა და კონცერნმა რამდენიმე რესტაილინგიც გამოუშვა. წყარო: Marca
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო