11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატების რიცხვი შემცირდა

0
„ბარსელონას“ პრეზიდენტობის მსურველმა აგუსტი ბენედიტომ  კანდიდატად რეგისტრაციისათვის სოსიოთა (კლუბის წევრების) საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ შეაგროვა და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ ინფორმაციას რამდენიმე ესპანური გამოცემა ავრცელებს, რაც თავად ბენედიტოსაგან არ დადასტურებულა, მაგრამ ასეც იქნება, რადგან ამ კაცმა ჯერ ის თქვა, ლიონელ მესი „ბარსადან“ წავაო და არ დაუმატებია, ეს რომ არ მოხდეს, თავად რას გააკეთებდა. ამის შემდეგ კი ბრძანა, „კამპ ნოუ“ უნდა დავანგრიო და აჯობებს თუ ახალ სტადიონს ქალაქგარეთ ავაშენებთო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მისი არჩევა არათუ პრეზიდენტად, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაც კი  თითქმის არავინ ისურვა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო