11 X 11
სპორტული პორტალი

ჯენოას მეკარეს  მრეცხავმა ფერარი დაუმტვრია

0
რამდენიმე დღის წინ „ჯენოას“ მეკარემ ფედერიკო მარკეტიმ თავისი 100 ათასევროიანი წითელი „ფერარი“ ავტოსამრეცხაოში მიიყვანა და იქ დატოვა, რათა რამდენიმე საათის შემდეგ შეევლო და წაეყვანა. ერთმა იქაურმა თანამშრომელმა, როდესაც მანქანა გაალაპლაპეს, პატრონის მოსვლამდე მისით გაქროლება მოიწადინა, რაც ნამეტანი ძვირი დაუჯდა. დიდი სიჩქარით მიმავალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქალაქში გზის გამყოფ ბარიერს შეასკდა. მარკეტის „ფერარი“ ხომ მიაფშვნა და ზედ ის ხუთი მანქანაც მიაყოლა, რომლებიც გზის მოპირდაპირე  მხარეს იყვნენ პარკირებულნი.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო