11 X 11
სპორტული პორტალი

ლევანდოვსკი კლოპთან მუშაობას იხსენებს

0

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „დორტმუნდში“ თამაშის პერიოდს იხსენებს. მაშინ „ყვითლებს“ იურგენ კლოპი წვრთნიდა.

„იურგენი ჩვენთვის მამასავით იყო, ყველანაირად ზრუნავდა, განსაკუთრებით ახალწვეულებზე, ყველაფერს გაგიგებდა, მაგრამ თუ შენს მოვალეობას ხეირიანად არ შეასრულებდი ან იზარმაცებდი, მრისხანე ხდებოდა და სად დამალულიყავი, აღარ იცოდი. მას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებდა. როდესაც ბიჭები დავლევდით, ნაბახუსევზე ნიორს შევჭამდით ხოლმე, რათა ალკოჰოლის სუნი არავის ეგრძნო, მაგრამ ერთხელაც გასახდელში შემოსულმა კლოპმა, ნივრის სუნი რომ იგრძნო, რეზონულად იკითხა – ეს ხომ ნიორიაო, მუქარით თავი დაიქნია, პასუხს არ დაელოდა და გარეთ გავიდა. ამით მიგვანიშნა, მე ყველაფერს მივხვდი და აწი მსგავსი რამ აღარ მოხდესო.

როდესაც გუნდში ახალი მისული ვიყავი, გერმანულის არაფერი გამეგებოდა, იურგენი სულ მეკითხებოდა როგორ ვსწავლობდი ენას მასწავლებელთან და თან თავისებური მეთოდიკით, ჟარგონული სიტყვებით ამოწმებდა ჩემი გერმანულის ცოდნის დონეს.

იმ პერიოდში დამენიძლავა, რომ თუ ვარჯიშზე ათ გოლს გავიტანდი, 50 ევროს მომცემდა, თუ არა და მე უნდა მიმეცა. თავიდან კი მიწევდა მისთვის 50-ევროიანების მირთმევა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, გაცემული ფული იურგენისაგან ერთიორად ამოვიღე და ისევ რომ ვაგრძელებდი, მითხრა, გეყოფა, უკვე ისე ხარ მომზადებული, როგორაც მინდოდაო“, – გაიხსენა ლევანდოვსკიმ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო