11 X 11
სპორტული პორტალი

ოზილის „ინტერვიუ“ ტვიტერისტებთან

0
„არსენალიდან“ ასაბარგებლად გამზადებულმა გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა თავის ტვიტერზე დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა. გაამხილა, რომ კარიერის დასრულებას მისი წინაპრების სამშობლოში, თურქეთში ანაც აშშ-ში აპირებს. საერთოდ არ ნანობს „არსენალში“ გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ იქ პრობლემები შეექმნა. მისი თაობის საუკეთესო მცველად სერხიო რამოსს თვლის, ხოლო ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარებისას განმარტა, რომ მესი მხოლოდ ესპანეთშია საუკეთესო, ხოლო რონალდომ რომელ ქვეყანაშიც ითამაშა, ყველგან პირველი იყო და არის.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო