11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინი ესპანური ლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

0
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ეს მან ყველაზე მეტად დაიმსახურა, რადგან მთელს ტურში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტენერიფელები აუტსაიდერ გიპუზკოა ბასკეტს სტუმრობდნენ და სენსაციურად – 87:89 წააგეს, თუმცა, ამაში შერმადინს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგანაც ის 28 ქულით საუკეთესო იყო არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ – სრულიად ტურში. ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 28 ქულას 6 მოხსნა და 4 პასიც წაამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც ასევე თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შერმადინის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ ვალტერ ტავარესი (რეალი, 12 მოხსნა), ნიკ კალატესი (ბარსელონა, 10 პასი), ალბერტო აბალდე (რეალი, 4 სამქულიანი) და დეიან კრავიჩი (სან პაბლო ბურგოსი, 14 ქულა ბოლო მეოთხედში). იბეროსტარ ტენერიფეს 18 ტურში 14 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში ბასკონიასთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 16 იანვარს ჩაატარებს, მეტოქე კი ბექა ბურჯანაძის გრან კანარია იქნება. GBF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო