11 X 11
სპორტული პორტალი

ტატო გრიგალაშვილი ფინალშია

0

კატარის მასტერსის მეორე დღეს ქართველი ძიუდოისტები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში, დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა ისრაელელ ბუტბულთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

81კგ-მდე ორი მოჭიდავე გვყავდა – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე. ტატომ პირველ წრეში, დამატებით დროში მტკივნეული ილეთით მოუგო უნგრელ უნგვარის. ლუკა მაისურაძე მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში და წმინდად დამარცხდა მონღოლ მოლაეისთან.  ეულად დარჩენილმა გრიგალაშვილმა მეორე ბრძოლაში იტალიელი ესპოზიტო წუთზე ნაკლებ დროში დასცა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი რუს ხუბეცოვს ვაზარით სძლია. ნახევარფილნალში მისი მეტოქე კორეელი ლი იყო, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო ჭიდილის ბოლო წამებზე ულამაზესი ილეთით იპონზე დასცა.

ამრიგად ფინალში გასული ტატო ოქროს მედლისათვის ძალიან ძლიერ ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება, ვინაც ნახევარფინალში ივაილო ივანოვი დაამარცხა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო