11 X 11
სპორტული პორტალი

ტატო გრიგალაშვილი გამარჯვებულია!

0
კატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ჩვენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ- მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო