ვინ ლიდერობს საპრეზიდენტო რბოლაში?
გამოცემა El Mundo Deportivo-მ გამოკითხვა ჩაატარა „ბარსელონას“ კლუბის წევრებს შორის, რომლებსაც უფლება აქვთ კლუბის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 220 გამოკითხულიდან ნახევარზე მეტმა (52,3%) ხმა ყოფილ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას მისცა. მეორეა ვიქტორ ფონტი 13.2%-ით. ამ ორს დიდი სხვაობით ჩამორჩებიან დანარჩენი კანდიდატები, რომელთა რეიტინგი 3.2%-დან 0.5%-მდეა.