11 X 11
სპორტული პორტალი

ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი ფინალში არიან, ბექაური კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

0
კატარის მასტერსის ბოლო, მესამე დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ექვსმა ძიუდოისტმა იჭიდავა.– 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექური ასპარეზობდნენ. ბექამ ზედიზედ სამი მეტოქე, შვედი ნიმანი, იაპონელი მუკაი და გერმანელი ტრიპელი უშანსოდ დაამარცხა. ნახევარფინალში თურქეთის წარმომადგენელ ზგანკთან კი ვაზარით გამარჯვებას „დასჯერდა“ და ფინალში ოქროს მედლისათვის ნიდერლანდელ ვან ენდთან მოუხდება ჭიდილი.ლაშამ ჯერ ებრაელი კოშმანს იპონით იოლად სძლია, შემდეგ სერბ მაიდოვთან კი გაუჭირდა, მაგრამ გოლდენ სკორში ისიც იპონზე დასცა. მეოთხედფინალში რუს იგოლნიკოვთან მოუხდა დაჭიდება.თავიდან ვაზარით აგებდა, ბოლოსკენ თავადაც აუღო ქულა მეტოქეს, შემდეგ კი იჩქარა და კონტრილეთზე წამოგებული დამარცხდა. რეპეშაჟში კი მონღოლ განტულგას შეხვდა, ორი ვაზარით უცებ მოუგო და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.-100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში რუსი ბილალოვი სუფთაზე დააგდო, შემდეგ კი უზბეკი ხურამოვი შებოჭა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ებრაელი პლატხიკი იყო, რომელსაც მშვიდად ეჭიდავა და ვაზარით სძლია. ფინალში ვარლამის მეტოქე აზერბაიჯანელი კოცოიევი იქნება.+100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა პირველი წრე კი გაიარეს, მაგრამ მეორეში სამივემ სუფთად წააგო. თუშიშვილს კორეელმა კიმმა, მატიაშვილს რუსმა ტასოევმა, ხოლო ზაალიშვილს ლეგენდარულმა ფრანგმა რინერმა მტკივნეული ილეთით სძლია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო