11 X 11
სპორტული პორტალი

დონარუმა და მილანი ისევ ვერ თანხმდებიან

0

„მილანი“ და მისი მეკარე ჯიჯი დონარუმა ისევ ვერ თანხმდებიან კონტრაქტის გაგრძელებაზე. ერთადერთი და მნიშვნელოვანი, რაც ამ საქმეს ხელს უშლის, ფეხბურთელის ჯამაგირია. როსონერი წელიწადში ხელფასად 7 მილიონ ევროს იძლევა, დონარუმას პირადი აგენტი მინო რაიოლა კი ჯორზეა შემჯდარი და ჯიუტად 10 მილიონს პლუს ბონუსებს ითხოვს.

„მილანი“ თუ ამ მოთხოვნას არ დათანხმდება, დონარუმასთვის 10 მილიონის გადამხდელი რამდენიმე ევროპული გრანდია და დიდი ალბათობით ზაფხულში ჯიჯის სხვა გუნდის კარში ჩამდგარს ვიხილავთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო