ლიპარტელიანის ოქრო, ღვინიაშვილის ვერცხლი და ბექაურის ბრინჯაო
კატარში, დოჰაში დასრულდა ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირი. ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველ მოჭიდავეთაგან -90კგ-ში ბრინჯაოს მედლისათვის ლაშა ბექაურმა თურქეთის წარმომადგენელ მიხაელ ზგანკს დამაჯერებლად მოუგო. ფინალში კი ბექა ღვინიაშვილი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ დენს დაეჭიდა, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
-100 კგ წონაში ვარლამ ლიპარტელიანისა და ზელიმ კოცოიევის ჭიდილში ჩვენი ძიუდოისტის უპირატესობა აშკარა იყო. პირველ წამებზე აღებული ვაზარის შემდეგ წამითაც არ დაუთმია უპირატესობა და ბრძოლა დამაჯერებლად გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამრიგად ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალიმოიპოვა.ბრინჯაოს მედალი .