იუვენტუსმა ჯენოასგან კიდევ ერთი ფეხბურთელი იყიდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსმა“ ნახევარმცველ ნიკოლა როველას შემდეგ „ჯენოასაგან“ კიდევ ერთი ფეხბურთელი იყიდა. ლაპარაკია 22 წლის თავდამსხმელ ჯანლუკა სკამაკაზე, რომელსაც ტურინელები 18-თვიანი არენდით აიყვანენ და შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სატრანსფერო ფასს, 20 ან 25 მილიონ ევროს (რაოდენობაზე ჯერაც ვაჭრობენ) ამ არენდის პერიოდში დაფარავენ.