11 X 11
სპორტული პორტალი

1981 წელს “ბარსას” ვარსკვლავი გაიტაცეს, რათა გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო

0

1981 წლის 25 მარტს ესპანური ფეხბურთი ვერასდროს დაივიწყებს.

40 წლის წინ, ბარსელონას ლეგენდა კვინი, რომელიც 2018 წელს, 68 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ფეხბურთის ისტორიის ერთერთი შავ-ბნელი ეპიზოდის მთავარი მონაწილე გახდა.

1980-ში, ის ნოუ კამპზე ესპანეთში საუკეთესო ფორვარდის სახელით მივიდა და, ისე ჩანდა, რომ 6 წლის შემდეგ, გუნდს ესპანეთის ჩემპიონობას დაუბრუნებდა.

მანამდე, ხიხონის სპორტინგის შემადგენლობაში ლიგის საუკეთესო მეგოლე 3-ჯერ გახდა.

11 წლის განმავლობაში, რაც კვინიგოლმა ბარსაში გაატარა, მხოლოდ ერთხელ მოხდა, როდესაც მისი გოლების მაჩვენებელი ორნიშნა არ ყოფილა.

1981 წლის სეზონიც შესანიშნავად დაიწყო, თუმცა, პირველ მარტს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

მოტაცება

ბარსელონამ ჰერკულესი 6:0 გაანადგურა, კვინიმ ორი გოლი გაიტანა და სახლში დაბრუნდა, რათა გამოეცვალა და შვებულებიდან დაბრუნებულ მეუღლეს აეროპორტში დახვედროდა. მას სახლში ორი ნიღბიანი ადამიანი მიადგა და მანქანაში ჩაჯდომა იარაღის მუქარით აიძულა.

 A tearful Quini waves to crowd following release from kidnappers

როდესაც ცოლმა ქმარი აეროპორტში ვერ ნახა, შეშფოთდა. სახლში მისულმა ოთახში დატოვებული შუქები აღმოაჩინა, მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და როგორც კლუბში, ასევე პოლიციაში დარეკა.

გატაცებიდან მეორე დღეს, მის ცოლს გამტაცებლები დაუკავშირდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, “ბატალიონი-კატალონია-ესპანიოლის” წევრები იყვნენ და უთხრეს, რომ არ უნდოდათ “სეპარატისტებს” ლიგა მოეგოთ.

8 მარტს, ბარსას ატლეტიკოსთან სათამაშო ჰქონდა. მადრიდელები ცხრილს ლიდერობდნენ, კატალონიელები კი 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. იმ დროს, გამარჯვება 2 ქულას უდრიდა.

გამტაცებლების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ფეხბურთელს რამდენიმე მატჩში მონაწილეობა არ მიეღო. ამის გამო, ბლაუგრანას სხვა ფეხბურთელებიც ფსიქოლოგიურ სტრესში იყვნენ.

ამ დროს, პოლიტიკური ვითარება ესპანეთშიც დაძაბული იყო. ადამიანები პოლიციაში რეკავდნენ და ლაზღანდარობდნენ რომ გამტაცებლები სწორედ ისინი არიან.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარსელონას პრეზიდენტი და გუნდის რამდენიმე მოთამაშე, კვინის ცოლსა და შვილების უსაფრთხოების პასუხისმგებლობას იღებენ, რაც უდიდესი მატჩის წინ დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი გამოდგა.

რადგან არავითარი ნიშანი ჩანდა, რომ გუნდს ფორვარდი დაუბრუნდებოდა, ბარსა ატლეტიკოსთან სათამაშოდ გავიდა და… 1:0 დამარცხდა.

შემდეგ 5 თამაშში, ბარსამ მხოლოდ 1 ქულა აიღო და საჩემპიონო ბრძოლას დაემშვიდობა.

 Quini was a three-time LaLiga top goal scorer before joining Barcelona in 1980

მთლიანად ესპანეთი შოკში იყო. კამპ ნოუზე, კვინის გათავისუფლებას გულშემატკივრები ბანერებით მოითხოვდნენ.

გამოსასყიდი

გატაცებიდან 3 კვირის შემდეგ, როდესაც შიში გაძლიერდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა, გამტაცებლები მის თანაგუნდელს, ხოსე რამონ ალეხანკოს დაუკავშირდნენ და შვეიცარიის ბანკში 500 000 გირვანქა მოითხოვეს.

დიდი ზეწოლის შემდეგ, პოლიციამ ეს თანხა შვეიცარიის ბანკში გადარიცხა. როგორც ამბობენ, ფული ვინმე ვიქტორ მანუელ დიაზ ესტებანს ეკუთვნოდა.

ხელისუფლება მოთმინებით იცდიდა. 25 მარტს – დღე, როდესაც ესპანეთმა უემბლიზე ისტორიაში პირველად გაიმარჯვა – უცნობმა პირმა ანაგარიშიდან 5 000 გირვანქა გაიტანა.

პოლიციამ კვალი სარაგოსას გარეუბნის ერთერთ გარაჟში მიიყვანა, სადაც სამი გამტაცებელი კვინთან ერთად იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ფორვარდი უვნებლად დაიხსნეს, გამტაცებლები კი დააპატიმრეს.

კვინს დიდი წვერი გაზრდოდა, თუმცა, სხვა მხრივ, სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. გასაოცარი ის არის, რომ მან გამტაცებლების წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა.

უფრო მეტად წარმოუდგენელია, რომ თამაშს 1 კვირის შემდეგ დაუბრუნდა, სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდს კოპა დელ რეის მოგებაში დაეხმარა.

შემდეგ წელს, თასების მფლობელთა თასზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და 1982 წლის მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშიც მოხვდა. ამ წელს, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კიდევ ერთხელ გახდა.

1984 წელს, ის ხიხონის სპორტინგში დაბრუნდა, 3 წლის შემდეგ კი ფეხბურთს დაემშვიდობა.

 Quini in action for Spain at 1982 World Cup, which came after kidnapping ordeal

წყარო: The Sun

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო