ვულვზმა ჟირუ და ორიგი იუარა
ბოლო პერიოდში ბრიტანული მედია გამუდმებით ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ვულვზი“ იანვარში ოლივიე ჟირუს ან დივოკ ორიგის იყიდდა. განსაკუთრებით ფრანგი უნდოდათ, მაგრამ დღეს „მგლების“ ოფიციოზმა გამოაცხადა, რომ შუა სეზონში თავდამსხმელში დიდი ხარჯის გაწევა არ უღირთ.