11 X 11
სპორტული პორტალი

წიტაიშვილი მაღალი კლასის ფეხბურთელია – ამბობს მისი თანაგუნდელი

0
20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამომ” იჯარით სეზონის ბოლომდე “ვორსკლაში” გაუშვა. ახალ გუნდში ის მეკარე დმიტრი რიზნიკთან ერთად ითამაშებს, რომელთან ერთადაც 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რიზნიკი წიტაიშვილის მის გუნდში გადასვლამ გაახარა და “Брутальный футбол”-თან ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ გიო გაგვაძლიერებს. ვთვლი, რომ იჯარით ტყუილად როდი აიყვანეს, მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი. მაღალი კლასის ფეხბურთელია, სწრაფი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, “ვორსკლა” უნდა გააძლიეროს. მასთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება არ შემიძლია. ჩვენთან, ნაკრებში ყველა ვარჯიშენზე და მატჩებზე ვიყავით კონცენტრირებული. პეტრაკოვს დისციპლინა ჰქონდა და სხვა რამეებისთვის დრო არ გვქონდა”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო