თითქმის ცხრა თვე გავიდა, რაც გვესმის და იწერება, რომ „მანჩესტერ სიტის“ 20 წლის ცენტრალურ მცველს ერიკ გარსიას თავის მშობლიურ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა და მის გაშვებას არც მანკუნიანელები უარობენ. ზაფხულში მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება, რადგან კატალონიურ კლუბში ფინანსურთან ერთად, სახელისუფლო კრიზისიც შეიქმნა და საამისოდ სერიოზულად ვერ მოიცალეს. ახლა მოვიდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის გაიჯარებით „ბარსამ“ სატრანსფერო თანხა მოაგროვა და ამ თვეში ეს საქმე გაიმასქნდება.