11 X 11
სპორტული პორტალი

კლოპს სიმულანტობის წახალისებაში ადანაშაულებს

0

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა, რომელიც ახლა ჩინეთის ლიგაში მუშაობს,  “ლივერპულის” გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სიმულანტობის წახალისებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის ხშირად აკრიტიკებს მსაჯებს და ფეხბურთის ასოციაცია მას არ სჯის, რაც გაუმართლებელია. ამასთან, მისი გუნდის ფეხბურთელები, განსაკუთრებით სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი მეტოქის საჯარიმოში ხშირად ეცემიან, აქაოდა მცველები გვეუხეშნენ და პენალტს ითხოვენ, რა დროსაც კლოპი თავისი ზონიდან თავად ფეხბურთელებზე ბევრად ემოციურად აქტიურობს და ამას სრულიად გამიზნულად, მსაჯებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად აკეთებს, რასაც ინგლისელმა დისციპლინარებმა ყურადღება უნდა მიაქციონო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო