11 X 11
სპორტული პორტალი

მანჩესტერ სიტი მაქინაციაში გამოიჭირეს

0

კირკიტა ხალხმა გაარკვია და შესაბამის ორგანოებს აცნობეს, რომ 2011 წელს „ქალაქელებმა“  თავის აკადემიაში ჩარიცხეს 14 წლის იმედისმომცემი ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრიელ ფერნანდო ალმეიდა და რახან კლუბებს უფლება არ აქვთ 16 წლამდე ჭაბუკებს პროფესიონალური კონტრაქტი დაუდონ, ამ ფეხბურთელის მამა აკადემიის სკაუტად ფიქტიურად გააფორმეს   და თვეში 1000 ფუნტს უხდიდნენ. ამით ალმეიდა „დააბეს“, რათა შემდეგ სხვა კლუბში არ გადასულიყო.  თუ ეს დამტკიცდა „სიტის“ სანქციები არ ასცდება.

გაბრიელ ფერნანდო ალმეიდა 2 წლის შემდეგ სამშობლოში, „კორინთიანსში“ დაბრუნდა, ახლა კი სამოყვარულო ლიგის „სტემფორდში“ თამაშობს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო