მუსა დემბელე ატლეტიკოში გადავიდა
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თავდამსხმელი მუსა დემბელე „ლიონიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა, სადაც ა.წ. 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის თანახმად, მადრიდელებს მისი 33 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ. გარდა ამ თანხისა, გათვალისწინებულია ბონუსების რაოდენობა 5 მილიონის ფარგლებში და შემდგომი გაყიდვისას „ლიონს“ ტრანსფერის 10%-იც უნდა მისცენ. თავად არენდაში კი „ატლეტიკომ“ 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა.