11 X 11
სპორტული პორტალი

რუმენიგე  ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას ემხრობა

0
მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი აუცილებლად შესაცვლელია, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი, რადგან უმეტესად 3-4 ტურის შემდეგ მერვედფინალისტები გარკვეულია და დარჩენილ  მატჩებში უმოტივაციო გუნდების ბურთაობის ცქერა გვიხდება. რუმენიგე დარწმუნებულია, რომ უეფა უკვე განიხილავს და მალე შეცვლის პლეი-ოფების გამართვის წესს და მეოთხედფინალებიდან გუნდები მხოლოდ ერთ მატჩს ითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები, ისევე როგორც შარშან აგვისტოში პანდემიის გამო მოხდა, წესად დაინერგება და ერთ ქალაქში ჩატარდება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო