შალკემ ჰუნტელაარი მიიწვია
უმძიმეს კრიზისში მყოფმა “შალკემ” გადაწყვიტა კლუბის ლეგენდა, 37 წლის თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელაარი მიიწვიოს, რომელსაც “ხუმარებში” ჩატარებულ 240 მატჩში 126 გოლი აქვს გატანილი, ახლა “აიაქსში” თამაშობს და ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს. სწორედ ამიტომ ფეხბურთელს ‘შალკეში” დაბრუნებული მთავარი მწვრთნელის, მისი თანამემამულის ჰუბ სტევენსისათვის ჯერ პასუხი არ გაუცია.