11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსამ ცსკა-ს სძლია – თორნიკე შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო

0

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 75:88 დამარცხდა “ბარსელონასთან”.

შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10-ს გაუტოლდა. მან 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი იყო, რომელიც 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ცსკა 15 მოგებით კვლავაც ლიდერია (ბარსელონას 1 მოგებით ნაკლები აქვს) და 22 იანვარს “ფენერბახჩეს” უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო