11 X 11
სპორტული პორტალი

27 წლის ფორვარდი კარიერაში გატანილი 29 გოლით – თბილისის “დინამომ” სერბი დაიმატა

0
თბილისის “დინამომ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი საქართველოს ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ვინ არის ზორან მარუშიჩი? ზორანი 27 წლის თავდამსხმელია, რომელიც სერბეთის ქალაქ კრალიევოში დაიბადა და კარიერა ადგილობ “სლოგაში” დაიწყო. პროფესიონალური კარიერის პირველ სეზონში სერბეთის რანგით მეორე ლიგაში 13 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო, მეორე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა(27 ძირითადში) და გოლი არ გაუტანია, მესამეში კი 22-ჯერ გავიდა მოედანზე და თავი 7-ჯერ გამოიჩინა. ამის შემდეგ იყო 2 მატჩი(0 გოლი) სერბეთის უმაღლეს ლიგაში “ვოზდოვაჩის” მაისურით, მერე კვლავ “სლოგა”, ბოსნიური “სლავია” და “კრუპა ნა ვბრაშუ”,(თითოეულ გუნდში 1 გოლი გაიტანა), სერბეთის კვლავ მეორე ლიგის “ბორჩა” (აქ არ გაუტანია), “ტემნიჩი” (29 მატჩი, ყველა ძირითადში, 2 გოლი), “სლობოდა უჟიცე”(აქაც უგოლოდ). სერბეთის რანგის მეორე ლიგიდან მარუშიჩი 2019 წელს ბელარუსის პრემიერ ლიგაში გადავიდა, “დნიაპროს” შემადგენლობაში 25 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2020 წლის სეზონის ბელარუსულ “ნემანში” გაატარა, სადაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა და 10 გოლის გატანა შეძლო, 4 საგოლე პასიც გააკეთა. 27 წლის ფორვარდს უმაღლეს ლიგებში კარიერაში 16 გოლი აქვს გატანილი (2 ბოსნიაში, 14 ბელარუსში), ჯამში კი სულ 29 გოლი გაიტანა. მართალია მთლად ივიცა ოლიჩი არ უნდა იყოს, არც თანამემამულე ბორივოიე კოსტიჩი,  მაგრამ, როგორც მეგობრები ამბობენ, კაცობაში არაფერი ეშლება. ესეც ჩვენი ჩემპიონის გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ…
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო