11 X 11
სპორტული პორტალი

დროგბა ცოლს გაშორდა

0
უფრო სწორად ცოლი გაშორდა. ამის შესახებ 41 წლის „ჩელსის“, „მარსელისა“ და კოტ დ’ივუარის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ თავისი ინსტაგრამიდან იუწყა. ამ პოსტში ნათქვამია, რომ ის არასოდეს არ ასაჯაროებდა თავის პირად ცხოვრებას, მაგრამ ჭორებისა და ინსინუაციების გასაფანტად ადასტურებს, რომ შარშან მისდა სამწუხაროდ, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, თავის მეუღლეს ლალა დიაკატეს გაშორდა. მიზეზს დიდიე არ ასახელებს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ფოტო და ვიდეო, სადაც დროგბა ლოგინშია ვიღაც ქალთან.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო