11 X 11
სპორტული პორტალი

ლაციოში მაგრად ურევენ

0

თუ თქვენს ანგარიშზე “ლაციოსაგან” რამდენიმე მილიონი ევრო დაჯდა, არ გაიკვიროთ, რადგან ეს ფული რომაელებმა შეიძლება რამდენიმე წელიწადი არც მოიკითხონ ან საერთოდ არც მოგთხოვონ. აბა, სხვა რა უნდა ეწოდოს “ლაციალეს” ფინანსური განყოფილების იმ მოქმედებას, რომ მათ ორჯერ 2018 წლის 1 ივლისს და 2019 წლის 17 მარტს ლისაბონის “სპორტინგს” ჯამში 11 მილიონი ევრო ჩაურიცხეს პედრუ ნეტუს ტრანსფერისათვის. არადა, ეს ფეხბურთელი “ბრაგადან” იყიდეს.

“ლაციოს” ფინანსისტებმა ეს იმით ახსნეს, რომ ბრაგას გუნდის ოფიციალური დასახელებაც “სპორტინგია”. უფრო გასაკვირი ისაა, რომ ეს თანხა, ბრაგელებმაც არ მოიკითხეს. შეიძლება ეს იმიტომაც არ გააკეთეს, რომ  მანამდე “ლაციოსაგან” რამდენიმე მილიონი ჩაერიცხათ, რომელიც ბრაგელებმა მათ მიერ  “ვულვზში” გაყიდული და იქიდან “ლაციოს” მიერ ნაყიდი ბრუნუ ჟორდანის ტრანსფერის ბონუსის ფულად ჩათვალეს. ლისაბონელები კი დაპირდნენ რომაელებს, რომ ამ თანხას დაუბრუნებენ, მაგრამ რადგან უკვე დახარჯული აქვთ, ნაწილ-ნაწილ მისცემენ. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე “ლაციომ” სტეფან დე ვრიის ტრანსფერის 2 მილიონი ევრო “ფეიენოორდის” ნაცვლად ვიღაც აფერისტებს გადაურიცხეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო