ინგლისელმა ფორვარდმა სახელმწიფოს ბავშვთა უფასო კვების პროგრამა არ გააუქმებინა, ახლა კი უკეთესობისკენ აცვლევინებს
დიდი ბრიტანეთი მესამე სახელმწიფო კარანტინზე გადავიდა – სკოლები მოსწავლეთა უმრავლესობისთვის დაიკეტა. მცირეშემოსავლიან ოჯახებს აქვთ უფლება კვების ვაუჩერი აიღონ – 30 ფუნტის ღირებულების საკვები ყოველ 10 დღეში, თუმცა, თანხის ან ვაუჩერის ნაცვლად პროდუქტის კალათებს იღებენ.
ამ საკითხით “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი მარკუს რეშფორდი დაინერესდა და საკმაოდ სერიოზულადაც.
ერთერთმა მშობელმა ჩათვალა, რომ კალათაში მოთავსებული საჭმელი 30 ფუნტის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები იყო.
“ამას ხომ სუპერმარკეტში 5,22 ფუნტად ვიყიდდი. კომპანიამ, რომელმაც ეს ტენდერი მოიგო, დიდი მოგება ნახა.”
პოსტი რეშფორდმა გააზიარა და დაწერა: “თუ ოჯახებს 30 ფუნტის საკვების მიღების უფლება აქვთ, რატომ მიაქვთ მათთან მხოლოდ 5 ფუნტის პროდუქტი? ეს მიუღებელია.”
Where is this being rolled out?
If families are entitled to £30 worth of food, why is there delivery only equating to just over £5?! 1 child or 3, this what they are receiving? Unacceptable https://t.co/SNblZ1wl5P— Marcus Rashford MBE (@MarcusRashford) January 11, 2021
კომპანია Chartwells, რომელმაც სახელმწიფოსაგან საჭმლის დარიგების უფლება მოიგო, შეეცადა აეხსნა:
“მადლობა, რომ ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილეთ, თუმცა ეს ჩვენი არცერთი კალათის სპეციფიკაციას არ შეესაბამება. იქნებ იმ სკოლის შესახებ, სადაც თქვენი შვილი დადის, შეგვატყობინოთ და ჩვენ ყველაფერს გადავამოწმებთ.”
მარკუსს აქ არ გაჩერებულა და უფრო პრობლემის კუთხით უფრო ღრმად წავიდა:
“ეს საკვები ერთ ოჯახს 3 დღე უნდა ეყოს… ეს ხომ საკმარისი არ არის…
წარმოიდგინეთ, ჩვენ ველოდებით, ბავშვები სახლებიდან ისწავლიან. არაფერს ვამბობთ მშობლებზე, რომლებსაც, ზოგჯერ მათი მეცადინეობა უწევთ და დიდი ალბათობით, ზოგჯერ არაფერს ჭამენ, რათა შვილები მშივრები არ დარჩეთ.
ჩვენ მეტს უნდა მივაღწიოთ, ეს ხომ 2021 წელია.”
Then imagine we expect the children to engage in learning from home. Not to mention the parents who, at times, have to teach them who probably haven’t eaten at all so their children can…
We MUST do better. This is 2021 https://t.co/mEZ6rCA1LE
— Marcus Rashford MBE (@MarcusRashford) January 11, 2021
აი, კიდევ ერთი:
And another one…😔 pic.twitter.com/hCCFCxC5HL
— Marcus Rashford MBE (@MarcusRashford) January 11, 2021
აი, მარტივი შედარებაც: მარცხნივ 30 ფუნტად შეძენილი საკვებია, მარჯვნივ კი Chartwells-ის კალათა. “ეს სამარცხვინო დაცვინვაა იმ ბავშვებისა, რომლებსაც ქვეყანაში ყველაზე მეტად უჭირთ.”
#FreeSchoolMeals On the left £30 of food. On the right what private company Chartwells have supplied having been awarded a government contract to supply for £30 free school meals.
Utterly shameful profiteering off some of the country’s most disadvantaged kids! pic.twitter.com/XcmUm8qM1h
— MunchBunch (@Munchbunch87) January 11, 2021
რეშფორდის აქტივობამ უკვე ბრიტანეთის მთავრობის საპასუხო რეაქციაც გამოიწვია. ბავშვთა საკითხებში მინისტრმა ვიკი ფორდმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “ამ საკითხს სასაწრაფოდ მოკვლევს”.
განათლების სამინისტრომ კი განაცხადა:
“ჩვენ აღნიშნულ საკითხს ვიკვლევთ. ჩვენ დასარიგებელი კალათების შესახებ მკაცრი კრიტერიუმები გვაქვს და იმედია, მათ ასრულებენ. ამანათები შესაბმისი უნდა იყოს და მრავალფეროვან პროდუქტს შეიცავდეს.”
მთავარო ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმერი ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ პრობლემას:
“სასკოლო სადილის საშინლად შეუსაბამო პაკეტის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა, ეს სამარცხვინოა. სად მიდის ეს ფული? ეს სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა ოჯახები შიმშილით არ იტანჯებოდნენ.”
Chartwells-სთან საუბრის შემდეგ რეშფორდმა რამდენიმე ტვიტი კიდევ დადო.
“დღეს თამაში მაქვს, თუმცა გამართული დიალოგის შესახებ მინდოდა მეთქვა. მოუთმენლად ველოდები Chartwells-სა და განათლების სამინისტროს შორის გამართული შეხვედრის შედეგებს.”
აი, პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიასთან საუბრის შემდეგ რა დასკვნები გამოიტანა მარკუსმა:
* “უფასო სასკოლო კვება დღეს მოსწავლისათვის 2 კვირაში 10 სადილს გულისხმობს. პირველ რიგში, სწორედ ეს მადარდებს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში ერთხელ ჭამა საკმარისია კი ბავშვებისათვის?”
* “ქვეყანაში უამრავი საწარმო გვაქვს, რატომ არ შეგვიძლია მათი მობილიზაცია პროდუქტების დასარიგებლად? თუ მე ზედმეტად გულუბრყვილო ვარ?”
* Chartwells-ს სკოლაში უფასო საკვები მაშინ მიაქვს, როცა სასწავლო დაწესებულებები მუშაობენ. Chartwells დიდ ბრიტანეთში საკვების ექსკლუზიური დამტარებელი არ არის. ისინი შეეცადნენ აეხსნათ, რომ კომპანიის კალათებს დამხმარე რეცეპტი აქვს და ოჯახებს მათი ამოცნობა ადვილად შეუძლიათ.”
* მას შემდეგ, რაც კალათებს სასკოლო ქსელში მიიტანენ, სკოლებს თავად აქვთ უფლება გადაწყვიტონ, როგორ გაანაწილებენ მათ. სკოლებო, თუ ასე არ არის, მითხარით.”
* ნათელი ერთი რამ არის: დამტარებლებს ძალიან მცირე ინფორმაცია მიაწოდეს კარანტინის მოახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ მეტს უნდა მივაღწიოთ. ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ იმის გამო, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს ან გეგმებს არ ვახმოვანებთ. ეს დაუშვებელია.”
ოთხშაბათს მარკუსმა დაწერა:
“ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს. მან მითხრა, რომ პროდუქტების კალათებთან არსებული პრობლემის სრულად აღმოფხვრა უნდა და აღნიშნული საკითხის სრულფასოვანი ანალიზით არიან დაკავებული. ის იზიარებს პოზიციას, რომ ფოტოებზე გამოსახული კალათების დარიგება მიუღებელია.”
გასულ წელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანი გახლათ ის, რომ მთელ ბრიტანეთში 1,3 მილიონ ბავშვს, რომლებიც გაჭრვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, უფასო საჭმელი საზაფხულო არდადეგების დროსაც მიეღოთ. აღნიშნულმა კამპანიამ ბრიტანეთის მთავრობა აიძულა გადაწყვეტილება შეეცვალა და ბავშვების დახმარების პროგრამა კვლავ აამუშავა.
მისი დამსახურების სანაცვლოდ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მას ქვეყნის უმაღლესი ორდენი უბოძა ((Member of the Most Excellent Order of the British Empire).
წყარო: BBC