11 X 11
სპორტული პორტალი

რეალი ბილბაომ სუპერთასიდან გაააგდო [VIDEO]

0
რეალი-ბილბაო 1:2გოლები: რაულ გარსია, 18 (1:0); 38-პენ. (2:0); ბენზემა, 73 (1:2).ესპანეთის სუპერთასის ამ მატჩში, რაღა თქმა უნდა, ფავორიტებად მასპინძლები თვლებოდნენ, მაგრამ მატჩის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა, რომ სამეფო გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან მარსელინიოს შეგირდები ძალინ მოტივირებულნი ჩანდნენ და მხოლოდ თავს არ იცავდნენ, არამედ სათანადო სიტუაციებში მეტად მწვავედაც უტევდნენ და დიდ პრობლემებს უქმნიდნენ უხეიროდ მოასპარეზე მეტოქის დაცვას. ეს ყველაფერი ანგარიშშიც აისახა, მაგრამ “რეალის” დიდი ტერიტორიული უპირატესობა ბევრს აფიქრებინებდა, რომ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მასპინძლებისა იქნებოდა, მაგრამ გაწბილდნენ – ბასკებმა დამაჯერებლად დაიცვეს თავი, ცოტა იღბალიც წაეხმარათ და დამსახურებულად გავიდნენ ფინალში, სადაც “ბარსელონასთან” უწევთ ჭიდილი.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო