ტრავმის გამო 32 თვე იუქმა
„ჩელსის“ 28 წლის ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, რომელიც არენდითაა პსვ-ში, 32-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში „ალკმაარის“ წინააღმდეგ მოედანზე გავიდა. მან 2018 წლის მაისში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაეწელა და აჰა, როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა.