11 X 11
სპორტული პორტალი

ტრიპიერს დისკვალიფიკაცია  ესპანეთში არ ეხება

0
გეხსომებათ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 10-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა მადრიდის „ატლეტიკოს“ ინგლისელ მცველ კირან ტრიპიერს ტოტალიზატორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. ტრიპიერმა, როდესაც „ტოტენჰემიდან“ „ატლეტიკოში“ გადადიოდა, მეგობრის კითხვაზე დაედო თუ არა ფსონი მის გადასვლაზე, დადებითი პასუხი მისცა, ოღონდ იქვე გააფრთხილა, რომ არსებობდა მცირე შანსი ეს ტრანსფერი არ შემდგარიყო. გამოდიოდა ისე, რომ ინგლისში ჩადენილი „დანაშაულისათვის“ „ატლეტიკო“უნდა დასჯილიყო. მადრიდელებმა ეს გაასაჩივრეს და ფიფამ საკითხის საბოლოო შესწავლამდე ტრიპიერის დისკვალიფიკაცია შეაჩერა, რასაც ახლა ინგლისელების აპელაცია მოჰყვა, მაგრამ მათ ფიფასგან ამაზე უარი მიიღეს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო