11 X 11
სპორტული პორტალი

ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა

0

ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა მიხეილ ბერიშვილმა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდის “ალ შამალი” ერთ-ერთ ლიდერ “ალ გარაფას” შეხვდა და 20 ქულის სხვაობით – 58:78 წააგო. საქართველოს ნაკრების წევრი თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ბერიშვილმა მოედანზე 34:21 წუთი გაატარა და ისიც იმიტომ, რომ 5 პერსონალური ფოლი მიიღო, თორემ სავარაუდოა, რომ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშებდა. სხვა საქმეა, რომ აღნიშნულ დროში ბერიშვილი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მიხეილ ბერიშვილი

მიხეილმა 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, როგორც აღვნიშნეთ, 5-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ეს, მხოლოდ ალ გარაფას ამერიკელმა კალათბურთელმა ტაილერ ჯეიმს ლი ჰარისმა (32) გადაფარა, რომელმაც 19 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

ალ შამალს 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ყატარის ჩემპიონატში, სადაც 9 გუნდი თამაშობს, მე-4 ადგილზე რჩება. 16 იანვარს უწევს თამაში დუდა სანაძის ალ ხორს, რომლის მეტოქეც ალ აჰლი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, ამ შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო