11 X 11
სპორტული პორტალი

რა ღირს კრიშტიანუსა და ჯორჯინიას სამკაულებისა და საათების კოლექცია [PHOTO]

0
ცნობილი გახდა, თუ რა ღირს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუსა და მისი საცოლე, ჯორჯინია როდიგესის საათებისა და სამკაულების კოლექცია. ცოტა ხნის წინ წყვილი Dubai Globe Soccer Awards-ს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც გამოჩნდა, თუ რამდენად უყვართ ძვირადღირებული სამკაულები. რონალდუს, რომელიც იმ საღამოს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მხოლოდ მარცხენა ხელზე 670 000 ევრო ჰქონდა. ამ თანხაში შედის 425 000 ევროდ ღირებული Rolex GMT Master-ის საათი, ყველაზე ძვირდღირებული ნივთი, რაც კი კომპანიას ოდესმე გამოუშვია. მაჯის საათი თეთრი ოქროსა და 100-ეუბლობით 30-კარატიანი ბრილიანტით არის გაკეთებული. კრიშტიანუს საცოლეს კი საოცრად მაგარი ბეჭედი ეკეთა, რომელიც 687 000 ევრო ღირს. ის ბრილიანტებიდან არის შექმნილი და დიდი საფირონის ქვით არის გალამაზებული. ყველაზე ძვირადღირებულ ბეჭდებს შორის, რაც ოდესმე ფეხბურთელებს თავიანთი გოგონებისთვის უჩუქებიათ, ჯორჯინიას ბეჭედი პირველ ადგილზეა. ცხადია, ეს ყველაფერი არაა, რითიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი და მისი ლედი იწონებენ თავს. 2018 წელს რონალდუ “ემიუს” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ “იუვენტუსის” პრესკონფერენციაზე Franck Muller-ის ბრილიანტებით მორთული საათით მივიდა, რომელიც 1,3 მილიონი ევრო ღირს. იქამდე, პორტუგალიელი Jacob and Co H24-ის საათით შეამჩნიეს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ის 111 000 ევრო ღირს და 15,25 კარატს იწონის. სავარაუდოდ, ეს აქსესუარი რონის უფასოდ შეხვდა: ის Jacob and Co H24-ის ელჩი ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა, როცა მადრიდის “რეალში” თამაშობდა. საათებისადმი ლტოლვის გარდა, კრიშტიანუ საცოლეს არც ბეჭდებისადმი სიყვარულში ჩამორჩება. ასეთი კი მას ორი აქვს, რომელთაგანაც ერთერთი ქალური ბეჭდის ღირებულებისაა – 223 000 ევრო. ბეჭედზე ძალიან დიდი ყვითელი ბრილიანტია, რომელსაც გარს თეთრი ბრილიანტები ახვევია. უსახელო თითზე კი კიდევ ერთ ბრილიანტის მშვენიერებას ატარებს, რომელიც 55 000 ევროდაა შეფასებული. გასულ წელს ჯორჯინია მილიონიანი აუდიტორიის წინაში სამკაულების მთელი ყუთით წარდგა. პირველ რიგში ეს Patek Philippe TWENTY 4-ის საათი იყო, რომელიც 36 000 ევრო ღირს და 18-კარატიანი ვარდისერი ოქროდან არის გაკეთებული, მორთული კი ბრილიანტებით არის. სრული სურათის დასანახად, გოგონას ხელზე 3 სამაჯური ეკეთა, თითოეული 28 000 ევრო ღირს. კიდევ ერთი მცირე დეტალი: რონალდო ხშირად ატარებს საყურეს, რომელიც 2013 წელს იყიდა. პორტუგალიელმა მის სანაცვლოდ 11 000 ევრო გადაიხადა… Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანუსა და ჯორჯინიას იუველირული კოლექციის ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს, ლარში 12 მილიონს… რონალდომ როდირგესს ხელი გასული წლის სექტემბერში სთხოვა. წყვილი ოთხ შვილს ზრდის – რონალდუ-უმცროსს, ევას, მატეოსა და ალან-მარტინს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო