11 X 11
სპორტული პორტალი

ქვილითაიამ ისევ გაიტანა – ანორთოსისი წინ მიიწევს [VIDEO]

0

კვიპროსის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ანორთოსისმა” – ამჯერად “სალამინას” 2:0 სძლია.

ანგარიში პირველ ტაიმში პენალტით გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეორე გოლი გიორგიოს კალაციოსმა გაიტანა.

გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ქვილითაია სასტარტოში იყო და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 84-ე წუთზე შცვალა, თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია.

ქვილითაია 11 გლოთ ტურნირის ბომბარდირია, “ანორთოსისი” კი მეორე ადგილზეა, ლიდერებს – “ომონიასა” და “აპოლონს” 1 ქულით ჩამორჩება და 24 იანვარს აპოელს შეხვდება.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო