11 X 11
სპორტული პორტალი

მაურინიოს დი მარიას გადაყვანა გადაუწყვეტია

0
ამის შესახებ „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს უცნობებია კიდეც კლუბის ხელმძღვანელებისათვის და თავად ფეხბურთელსაც დაკავშირებია. მაუ „რეალში“ მუშაობის დროიდან კარგად იცნობს არგენტინელ გარემარბს, ვისაც პსჟ-დან წასვლა უნდა და დიდად არც პარიზელები ჩანან წინააღმდეგნი, რადგან დი მარიასთან, ვისაც კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება, მოლაპარაკება მის გასაგრძელებლად არ დაუწყიათ და ისე მოჩანს, არც აპირებენ. აქამდე ვიცოდით, რომ დი მარიას „იუვენტუსში“ უნდა კარიერის გაგრძელება, რადგან კვლავ სურს კრიშტიანო რონალდოს მხარდამხარ თამაში.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო