11 X 11
სპორტული პორტალი

მესის თამაში მაინც სათუოა

0
“ბარსელონა” უკვე გაემგზავრა სევილიაში, სადაც ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბილბაოს” შეეტოქება. გუნდთან არის მისი ლიდერი ლიონელ მესიც, რომელსაც მუხლქვეშა მყესების დაჭიმულობა აქვს და ამ თასის ნახევარფინალში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა. ლეომ პარასკევის ვარჯიშიც გააცდინა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესებული კი არის, მაგრამ მატჩის წინ კიდევ ჩაუტარებენ გამოკვლევას და დასკვნასაც დადებენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ  ექიმების თანხმობის გარდა, უნდა შეფასდეს მესის ფიზიკური მზადყოფნა და მხოლოდ მაშინ ათამაშებს. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც ლეოზეა, რადგან საკუთარ სხეულს ის ყველაზე უკეთ გრძნობს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო