11 X 11
სპორტული პორტალი

“დაასხით,” – ლიგის მფლობელმა გამარჯვება ასე აღნიშნა…

0
ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს მილან ბაროში აუცილებლად ემახსოვრება. ის იმ ლივერპულის ძირითადი შემადგენლობის წვრი იყო, რომელმაც სტანბულში ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალი ითამაშა და – მოიგო.ბაროში, 38 წლის ასაკში, პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა. ბოლოს, ბანიკ ოსტრავაში თამაშობდა. მან თქვა, რომ ნახავდა ფეხბურთი რამდენ ხანში მოენატრებოდა და შესაძლებელი იყო სხვა ამპლუაში დაბრუნებულიყო.ერთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა და ის სამოყვარულო გუნდს, მშობლიური სოფლიდან, ვიგანტისს შეუერთდა. ბევრი წლის წინ, მან კარიერა სწორედ აქ დაიწყო.ახლა იქ ათიანის პოზიციაზე თამაშობს და შემქმნელის ფუნქციებს ითავსებს. პირველივე თამაშში კლასი აჩვენა – 2 გოლს 3 საგოლე გადაცემაც მიუმატა.“გასართობად ვთამაშობ. დარწმუნებული არ ვარ, ჩვენი გუნდის თამაშებზე ამდენი მაყურებელი ჩემამდეც თუ დადიოდა.რასაც ველოდით, სწორედ ის იყო: გულშემატკივრებმა ლუდი დალიეს, სოსისი მიირთვეს და ჩვენი თამაში ნახეს – ჩვენს სოფელში ხალხი ასე ცხოვრობს. არსად წასვლას ვაპირებ, აქ უნდა ვითამაშო. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გამოცდილება უნდა გავუზიარო,” – თქვა ბაროშმათამაშის შემდეგ, ბაროშმა თანაგუნდელებს ლუდი უყიდა. იმედია, ამ გამოცდილებას არ გულისხმობდა. ხუმრობა გვერდზე რომ დავტოვოთ, როდესაც კარიერას ამთავრებ, ეს შეიძლება – ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩეხეთია…მატჩით მოწინააღმდეგეებმაც ისიამოვნეს“მიუხედავად იმისა, რომ 8 გოლი გავუშვი, ეს მაინც ჩემი ცხოვრების მატჩია. ჩემპიონთა ლიგის მფლობელთან სიტყვების გაცვლის საშუალება ყოველთვის არ გეძლევა,” – თქვა იურინკუს მეკარემ…მიუხედავად ამხელა ოსტატობისა, ბაროშს ყველა მატჩის მოგება გარანტირებული არ აქვს. მაგალითად, მეზობლებთან, როზნოვის ფეხბურთელებთან, 1:2 წააგეს (ერთ დროს ბაროში იქ თამაშობდა) და პენალტი ვერ გამოიყენა. შეგახსენებთ, ის ჩეხეთის ფეხბურთის ისტორიაში მეორე საუკეთესო მეგოლეა.სოფელ ვიგანტიცეში სულ 1000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ნახეთ რა ლამაზია!   
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო