11 X 11
სპორტული პორტალი

ჩელსის ჟირუ არ ეთმობა

0

ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ უკმაყოფილოა “ჩელსიში” თავის მდგომარეობით. მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იშვიათად ათამაშებდა, მაგრამ თუ შემადგენლობაში ადგილს ანდობდა, ჟირუ თითქმის უგოლოდ არ გადიოდა მოედნიდან. ახლა, როდესაც ლამპარდს წყალი აქვს შეყენებული, კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ამ დონის თავდამსხმელის გუნდიდან გაშვება, მით უმეტეს, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, არ ღირს და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყეს. ისე, ჟირუს გადაყვანას “ვესტ ჰემი”, “ატლეტიკო” და “მარსელი” აპირებენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო