გვარდიოლას 200 მილიონ ფუნტს მისცემენ
“მანჩესტერ სიტის” ბოსობამ გადაწყვიტა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების შესაძენად მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას 200 მილიონი ფუნტი გამოუყონ. ლიონელ მესის გადაბირება რომც მოხერხდეს, ახალი თავდამსხმელი გუნდს მაინც ჭირდება. გარდა ამისა, საშურია მარცხენა მცველის და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციების გაძლიერება.