11 X 11
სპორტული პორტალი

ინგლისში ხვევნა-კოცნისთვის დაისჯებიან

0
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ძალიან უკმაყოფილოა, რომ პრემიერლიგის მე-18 ტურის აქამდე გამართულ მატჩებში, მიუხედავად ანტიპანდემიური ახალი პროტოკოლის მოთხოვნისა, ფეხბურთელებმა გატანილი გოლი ერთმანეთის ხვევნა-კოცნით არ აღნიშნონ, მსგავსი თითქმის ყველა მატჩში მოხდა და ამიტომ თითოეულ შემთხვევას გამოიძიებენ და წესების დამრღვევებს დასჯიან. “ლესტერის” ფეხბურთელმა ჯეიმს მედისონმა კი “საუთჰემპტონის” კარში გატანილი გოლის შემდეგ მისკენ გაქცეულ თანაგუნდელებს ანიშნა არ მომეკაროთო და წაიღადავა, ყველას ხელი ჰაერში “ჩამოართვა”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო