11 X 11
სპორტული პორტალი

კლოპი და სულშერი ნამატჩევს

0
“ლივერპულისა” და “მანჩესტერის” პრემიერლიგური უგოლო ფრის შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს. იურგენ კლოპი (ლივერპული): 1:0-იც რომ მოგვეგო, კმაყოფილი დავრჩებოდი. ვერ უარვყოფთ, რომ “მანჩესტერსაც” ჰქონდა საგოლე მომენტები. ეს გუნდი ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. მატჩის წინ გამოითქმებოდა შეხედულება, რომ “მანჩესტერი” დაფრინავს, ხოლო “ლივერპული” ადგილს ტკეპნის, რაც არ დადასტურდა. ჩემი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და მეტოქეზე უკეთესი იყო, მაგრამ ეს არ არის ის შედეგი, რაც დაგვაკმაყოფილებდა. ოლე-გუნარ სულშერი (მანჩესტერი): ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გაშვებული შესაძლებლობების მატჩი გამოგვივიდა. ბევრი ხელსაყრელი მომენტი გავუშვით ხელიდან. საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ და ეს მამშვიდებს. აღებული ერთი ქულა ცუდი არაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, შემდეგ მატჩებს თუ მოვიგებთ. “ლივერპულსაც” უნდა მივუზღათ თავისი, ძალიან კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით დაცვაში”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო