11 X 11
სპორტული პორტალი

ქართველი მოჭიდავეების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო საფრანგეთის გრან პრიზე

0
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის გრან პრი დასრულდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ჩემპიონი  გიორგი მელია (97 კგ) გახდა, რომელმაც ფინალამდე ამერიკელ მილერს (8:0), პოლონელ კურნიცზაკის (9:0), ავსტრიელებს გასტლისა (2:1) და რაგინერს (4:1) მოუგო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი მურად ლოკიაევი სუფთად დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედლებს სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) დაეუფლნენ, ბექა მამუკაშვილი (77 კგ) და ნუგზარ წურწუმია (55 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო