საბალეტა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვარაუდობს
“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა არგენტინელმა მცველმა პაბლო საბალეტამ ახლანდელი გუნდი შეაქო, მას კარგად დაკომპლექტებული და ყველა რგოლით დაბალანსირებული უწოდა, ფეხბურთელებს უკვე გამოცდილებაც დაგროვილი აქვთ და სრულიად ხელეწიფებათ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაო.