შმეიხელის 400 მატჩი
პრემიერლიგის მე-18 ტურის საშინაო მატჩში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ, რომელიც “ლესტერმა” 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა, ამ გუნდში თავისი მე-400 მატჩი ითამაშა “მელიების” 34 წლის მეკარემ კასპერ შმეიხელმა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იცავდა “ლესტერის” კარს, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონშიპში თამაშობდა.