11 X 11
სპორტული პორტალი

ბილბაომ ბარსელონას დამარცხებით ესპანეთის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

0
ბარსელონა-ბილბაო 2:2 დ.დ 2:3 გოლები: გრიზმანი, 40 (1:0); დე მარკოსი, 42 (1:1); გრიზმანი, 77 (2:1); ვილიალიბრა, 90 (2:2); ვილიამსი, 93 (2:3). გაძევება: მესი, 120+1 (ბარ). ესპანეთის სუპერთასის ეს გათამაშება “ბილბაომ” მოიგო და მოიგო სრულიად დამსახურებულად. ამ გუნდს მთავარი მწვრთნელი მარსელინიო გარსია ტორალი ორიოდე კვირის წინ ჩაუდგა სათავეში და აშკარად დაატყო თავისი ხელი. ბრძოლის ჟინი ბასკებს არასოდეს აკლდათ, მაგრამ ახალი თავკაცის ხელში აშკარად შეიმჩნევა სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებები და მკაცრი სათამაშო დისციპლინა, რამაც ეს წარმატება მოუტანა “ატლეტიკს”. ვერ ვიტყვით, რომ “ბარსელონამ” ცუდად ითამაშა, ითამაშა იმ დონეზე, რასაც რონალდ კუმანის ხელში თამაშობს. თავიდან უპირატესობაც ეპყრათ კატალონიელებს და მწვავედაც უტევდნენ, თანაც მოწინააღმდეგეს არ აძლევდნენ იერიშების წამოწყების საშუალებასაც კი. პირველი გოლი მატჩის მიმდინარეობის ლოგიკიდან კი გამომდინარეობდა, მაგრამ იმავე წუთს გრიზმანის გოლით დაწინაურებულმა ბლაუგრანამ დაცვის ცენტრში უკვე ცუდ წესად ქცეული შეცდომა დაუშვა და დე მარკოსმაც მიცემული შანსი ოსტატურად გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ერთი ეს იყო, რომ გუნდები უფრო გახსნილად იყვნენ და სახიფათო მომენტებმაც ორივე კართან იმატეს. უკეთესად მაინც კატალონიელები გამოიყურებოდნენ და გრიზმანის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ, თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, მაგრამ “ბილბაო” არ დანებდა და ისევ მეტოქის დაცვის შეცდომით ანგარიში გააყაიმა. აი, დამატებით დროში კი “ატლეტიკმა” მუნიაინის ულამაზესი, აუღებელი გოლისა და უზარმაზარი ჟინისა და თავგანწირვის წყალობით, მორალურად გატეხა “ბარსა”, რისი დადასტურება ისიც გახდათ, რომ ლეო მესიმ, რომელიც აშკარად ვერაა ფორმაში,ნერვები ვეღარ მოთოკა, ვილიალიბრას გვარიანად წაუთაქა და მოედნიდანაც გააძევეს. ამით მორჩა კიდეც მატჩი და “ბილბაომ” სრულიად დამსახურებულად წააბრძანა ბასკეთში ესპანეთის სუპერთასი.  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო