11 X 11
სპორტული პორტალი

ჩელსიმ ჰოლანდის ყიდვა გადაწყვიტა

0
“დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელის კონტრაქტში არსებობს მუხლი, რომ მის მყიდველს 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ოღონდ ეს მუხლი მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება. არადა, ეს ბიჭი ისე თამაშობს, რომ მისი ფასი ახლა 75 მილიონზე ბევრად მეტია. აქედან გამომდინარე, “ყვითლებისთვის” უფრო ხელსაყრელია ერლინგ ჰოლანდი მანამდე, მაქსიმუმ ერთი წლის შემდეგ გაყიდონ. ბრიტანული მედიის ცნობით, “ჩელსის” შეფობამ გადაწყვიტა ახლავე დაიწყოს ჰოლანდის ხელში ჩაგდებაზე ზრუნვა და მზად არიან მასში გერმანელებს 100-120 მილიონი ევრო გადაუხადონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბარემ გეტყვით, რომ რომან აბრამოვიჩის გუნდს ყველაზე ძვირად, 80-80 მილიონ ევროდ კეპა და კაი ჰავერცი ჰყავთ შეძენილი.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო