11 X 11
სპორტული პორტალი

დისა და მეგობრის სიკვდილი გადაიტანა, ყბა და ნეკნი გაიტეხა, თევზაობდა და რეპს კითხულობდა

0
კლინტ დემპსი – ეს უბრალოდ ბიჭია, რომელიც ოდესღაც „ფულჰემში“ თამაშობდა. მძაფრსიუჟეტიანი ცხოვრებაა, მტკიცე ხასიათი და უამრავი ისტორია. კიდევ: რეკორდები და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ფეხბურთელი. დემპსების ოჯახი პარკში ბორბლებიან სახლში ცხოვრობდა დედა მედდა იყო, მამა ხურო. შვილი მეზობლებთან მუდამ ფეხბურთს თამაშობდა. ცხრა წლისა საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. დედამ დამატებით მუშაობა დაიწყო, ხოლო მამამ ნავი და სანადირო თოფი გაყიდა. ფული დალასში მდებარე საფეხბურთო სკოლაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად სჭირდებოდათ, რომელიც მათი სახლიდან 3 საათის სავალზე მდებარეობდა.
კლინტი ნიჭიერი იყო, მაგრამ მისი ჩოგბურთელი და სჯობდა. მას ტურნირებზე წასასვლელად ფული არ ჰყოფნიდა. ამიტომ კლინტმა ფეხბურთს თავი დაანება.
და თავის ტვინის ანევრიზმისგან გარდაიცვლა, როდესაც კლინტი 12 წლისა იყო. კლინტმა მის საფლავის ქვაზე წარწერა გააკეთა, რომ ყველა გოლს მას მიუძღვნიდა
  -თუ მოვკვდები, გინდა მოვიდე და ყურში ჩაგჩურჩულო, რომ კარგად ვარ? -არა ჯენიფერ, ძალიან მაშინებ. -კარგი, მაშინ გოლების გატანაში იქიდან დაგეხმარები. ამ დიალოგიდან რამდენიმე თვეში ჯენიფერი გარდაიცვალა. კლინტი ფეხბურთს დაუბრუნდა, საკუთარი დისთვის გაორმაგებული ენერგიით ვარჯიშს შეუდგა. დედამ კი ჯენიფერის საფლავზე კლინტის წარწერა იპოვა: “ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრები, ყველა გატანილი გოლის დროს შენ გაგიხსენებ”. მრავალი წლის შემდეგ წარმატებულმა ფეხბურთელმა კლინტ დემპსმა მეგობრებთან, რეპერებთან ХО და Big Hawk-თან ერთად ფილმი გადაიღეს კლინტ დემპსის ცხოვრებაზე და დის გარდაცვალებაზე. ფილმის დასასრულს მას დის საფლავზე ყვავილები მიაქვს. რამდენიმე თვის შემდეგ მისი მეგობარი რეპერი მოკლეს ეს მაშინ მოხდა, როდესაც დემპსი ნაკრებში 2006 წლის ჩემპიონატზე წასაყვანად გამოიძახეს. ამას ერთი თვე ელოდა და ეს მისი მთავარი მიზანი იყო. ორი ცნობა მიიღო: ეროვნულ გუნდში გამოძახების და მეგობრის გარდაცვალების. ეს სწორედ ის Big Hawk ჯონ ჰოუკინსი იყო, რომელთანაც სკოლიდან მეგობრობდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თავადაც შეიძლებოდა მომკვდარიყო, მაგრამ გაუმართლა მეგობრებთან მეზობელ ქალაქში რეპ-კონცერტზე იმის გამო ვერ წავიდა, რომ ბილეთის შესაძენი 10 დოლარი არ ჰქონდა. მეგობრები ავტოავარიაში მოხვდნენ, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დიდხანს რეანიმაციაში იმყოფებოდა. 2010 წლის მუნდიალის წინ რეპ-ალბომი გამოუშვა Deuce -ს (ორიანი) ფსევდონიმით – TheRedux. ალბომი მის შესახებ ყვებოდა, ორიანი კი მისი საფეხბურთო ნომერი იყო ბავშვობიდნ უყვარდა რეპი და ფრისტაილი. მეგობრები იხსენებენ, რომ რეპის სიმღერებს წერდა. აი, ერთი საინტერესო ისტორია. აშშ-ის ნაკრები 2006 წლის მუნდიალზე განასთან წაგებისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ავტობუსით მიემგზავრებოდა. ყველანი შეწუხებული იყვნენ, დემპსმა კი მუსიკა ჩაართვევინა და ნახევარი საათი იცეკვა და იმღერა. ყველა გაახალისა და მდგომარეობიდნ გამოიყვანა. მასში თითქოს ორი ადამიანი იყო – მშვიდი-მეთევზე და აგრესიული მებრძოლი. ერთი – თავმდაბალი, წყნარი, მეორე კი – მოედანზე დაუნდობელი პირველი. ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა. მთელ დროს ოჯახთან ერთად ატარებდა, სტეიკებს ამზადებდა და ღვინოს სვამდა. არსად გადიოდა. ბავშვობიდან უყვარდა თევზაობა. თევზაობდა 2010 წლის მუნდიალზეც. როდესაც კარიერის დასასრულს „სიეტლში“ თამაშობდა, მარტო ცხოვრობდა. ბავშვებს მუდამ ურეკავდა და საშინაო დავალებებს უმოწმებდა. მეორე. მეგობრობდა თანაგუნდელ და თანანაკრებელ ედი ჯონსონთან, ვარჯიშებზე კი სულ უყვიროდა და თავდაუზოგავად შრომას სთხოვდა. „სიეტლში“ თამაშისას მოედანზე უხეშად წააქციეს. პარტნიორი მასთან მივიდა და ჰკითხა, რამე ხომ რ სტკიოდა, მან კი ხელი წაჰკრა და შეუყვირა. 7 ისტორია დემპსის ძლიერ ხასიათზე 1. როდესაც მარკ ჰიუზი „ფულჰემს“ ჩაუდგა სათავეში, დემპსი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. ის კი მივიდა და უთხრა, რომ გუნდში საუკეთესო იყო და თუ მისი სამსახური არ სჭირდებოდა, მაშინვე გაეყიდა სხვა კლუბში. იმ სეზონში დემპსი „ფულჰემის“ საუკეთესო მოთამაშე და პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც სეზონში 10 გოლზე მეტი გაიტანა. 2. „ფულჰემში “ერთ-ერთი ვარჯიშისას სახეში იდაყვი ჩაარტყეს. არაფერი არ უთქვამს და ბოლომდე ივარჯიშა. თურმე ყბა ჰქონია გატეხილი. 3. ერთხელ ნაკრებში ისე გამოცხადდა, რომ ფეხის თითში ფრჩხილი ჰქონდა ჩაზრდილი. ექიმს დახმარებისთვის მიმართა. ექიმმა ანესთეზიის გარეშე ამოუჭრა და „პაციენტს“ არც კი დაუკვნესია. მისი თანანაკრებელი ლენდონ დონოვანი ამან გააოცა. 4. ხშირად ჩხუბობდა პარტნიორებთან, „ნიუ-ინგლენდში“ გუნდის კაპიტანს კბილიც კი ჩაუმტვრია. ამის გამო მწვრთნელმა ორი კვირით გუნდიდან მოკვეთა. 5. ყოფილი ნახევრადპროფესიონლი მოჭიდავე ჩარლი დევისი დემპსისთან ერთად ნაკრებში თამაშობდა. ვიღაცამ თქვა, რომ ჩარლი მაგარი მოჭიდავე იყო და დემპსიმ ჭიდაობა შესთავაზა. დევისმა დაამარცხა და ნეკნიც გაუტეხა. კლინტმა კი უთხრა, რომ მაგარი იყო. 6. ამერიკის თასზე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და ბლოკნოტი დაუხია. ამისათვის ორი წელი თასის მატჩებში მონაწილეობა აუკრძალეს. 7. „ჰამბურგთან“ ევროპა ლიგის ნახევარფინალის წინ ტრავმა მიიღო ბობი ზამორამ. მწვრთნელმა უთხრა, რომ მის ნაცვლად უნდა ეთამაშა. მატჩის წინ აღმოჩნდა, რომ ზამორას თამაში შეეძლო, კლინტმა კი გასახდელში ფანჯარა გატეხა და ხელი გაიჭრა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო. ის მატჩი „ფულჰემმა“ მოიგო და ფინალში გავიდა. მომავალი მეუღლე იმის გამო შეუყვარდა, რომ მასსავით ფასდაკლებული კუპონები უყვარდა პარტნიორები ამბობდნენ, რომ დემპსის ფულის დაზოგვა უყვარდა. 2017 წელს „სიეტლში“ ფეხბურთელებს სასტუმროში სადილისთვის 30-დოლარიანი კუპონები მისცეს. დემპსის ეგონა ეს ფული თვითონ უნდა გადაეხადა და ხასიათი გაუფუჭდა. აღიარა, რომ ცხოვრებაში ერთადერთხელ შეცდა, როცა ძვირფასი საათი შეიძინა. მეუღლეც თავისსავით ხელმომჭირნე მოიყვანა. აღიარა, რომ ამის გამო შეუყვარდა. თუმცა, როდესაც 2006 წელს ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მანქანა არ იყიდა და მამას სატვირთო ავტომობილი შეუძინა. რას მიაღწია ფეხბურთში? 20 წლისა აშშ-ის ლიგის აღმოჩენა გახდა. 2007 წელს „ფულჰემმა“ 3 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ამერიკაში რეკორდული ტრანსფერი იყო. ერთ-ერთ უკანსკნელ ტურში „ლივერპულთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისაგან გადაარჩინა. „იუვენტუსს“ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში (4:1) ულამაზესი და გადამწყვეტი გოლი გაუტანა. მაშინ ფინალში გავიდნენ და „ატლეტიკოსთან“ დამარცხდნენ. 5 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში „ფულჰემის“ საუკეთესო ბომბარდირი და პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. 2014 წლის მუნდიალზე განას 29-ე წამზე გაუტანა – ეს აშშ-ის ნაკრების ყველაზე სწრაფი გოლია. პირველი ამერიკელია, რომელმაც მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე გაიტანა (2006, 2010, 2014). დონოვანთან ერთად ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (57-57 გოლი). გულის პრობლემის გამო 2017 წელს არ უთამაშია და ტრიბუნიდან უყურა, როგორ მოიგო „სიეტლმა“ პირველად თასი. შემდეგ წელს დაბრუნდა და გუნდს თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც „ტორონტოსთან“ დამარცხდნენ. კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. თანაგუნდელმა გაბრიელ ზაკუანიმ თქვა: „ვუთხარი, როდესაც ბოლო გოლს გაიტან, გაქრები-მეთქი. ასეც მოიქცა. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე, თუმცა ჩვენს გვერდით არ არის. სულერთია მასზე რას ფიქრობენ. გვითხრა, რომ უბრალოდ ფეხბურთელი იყო, ახლა კი სურს თავის ოჯახზე იზრუნოს“. იშვიათად იღებს მონაწილეობას ამერიკულ ტელეშოუში. ოჯახშია, მუსიკით ერთობა და თევზაობს. ლამარ ნიგლი (სიეტლში დემპსის თანაგუნდელი): „გაფრენის წინ აეროპორტში ვიჯექით და ვლაპარაკობდით. ჩვენს წინ ბავშვმა გაიარა, რომელსაც მაიკლ ჯორდანის მაისურა ეცვა. კლინტმა ჯორდანის ქება დაიწყო: რაოდენ დიადი და მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის. მე ვუყურებდი და ვფიქრობდი – კლინტ, შენც ასეთივე დიადი ხარ. ის ასეთ რამეს საკუთარ თავზე არც კი გაიფიქრებდა“. წყარო: GOL
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო