11 X 11
სპორტული პორტალი

გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა: 5 ქულა კლიპერსთან

0

გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. ინდიდნა პეისერსის ქართველმა ცენტრმა ნბა-ს მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ითამაშა. ბითაძე ტრავმირებული იყო და რეაბილიტაციას გადიოდა. ის მოედანს “კლიპერსთან” მატჩში დაუბრუნდა, რომელიც ინდიანელებმა უშანსოდ – 96:129 წააგეს.

ბითაძემ კლიპერსთან 15:35 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა და 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) დააგროვა. გოგას 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა. გარდა ამისა, მან ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ ესროლა სამქულიანი, თუმცა არაზუსტად. მან ორი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო და +/- კოეფიციენტი -13 გამოუვიდა.

კლიპერსმა თამაში ადვილად მოიგო. დიდწილად ეს იმის დამსახურებაა, რომ მასპინძლებმა 19 სამიანი ჩააგდეს (39 მცდელობიდან, 48,7 %). ყველაზე პროდუქტიულები პოლ ჯორჯი, მარკუს მორისი და ლუკ კენარდი იყვნენ 20-20 ქულით. კავაი ლეონარდის აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია. პეისერსიდან საუკეთეოსები დუგ მაკდემოტი (23 ქულა) და დომანტას საბონისი (19 ქულა, 14 მოხსნა) იყვნენ.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო